logo
ENG



"ბრწყინვალე და ისტორიული გამარჯვება" - მსოფლიო მედია საქართველოს გამარჯვებას ეხმაურება

27 ივნ 202409:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/27/3vaxju1qoy9kv8y.png

მსოფლიო მედია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას ეხმაურება და მას ისტორიულს უწოდებს.

გუშინდელი თამაშის შესახებ წერს BBC - ევრო 2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით საქართველომ ისტორია დაწერა და პირველ მსხვილ სატურნირო ეტაპს მიაღწია: "საქართველოს ახალგაზრდებისთვის ეს ბრწყინვალე ღამე იყო".

საქართველო-პორტუგალიის მატჩის შესახებ წერს The Guardian-იც. 

"ეს იყო ღამე, როდესაც ევროპის მთავარ ტურნირზე პირველ გამოსვლისას, საქართველო მერვედფინალში გავიდა, პორტუგალიასთან ბრწყინვალე გამარჯვების წყალობით. და რომელიც დიდხანს დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში, რომლებიც აქ ისტორიის სანახავად იყვნენ. მამაცი და დისციპლინირებული საქართველო", - წერს გარდიანი ნაკრების შესახებ.  

"საქართველო-2, პორტუგალია-0 - ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი, რონალდუს იმედგაცრუება და დიდებული კვარაცხელია" - ამ სათაურით სტატიას The New York Times-ი აქვეყნებს.

"საქართველომ დაამარცხა პორტუგალია რონალდუსთან ერთად და სენსაციურად გავიდა ევრო 2024-ის პლეიოფში. არ შეიძლება არ აღინიშნოს ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაშის მაღალი დონე", - წერს Deutsche Welle.

CNN-ი წერს, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველ დიდ ტურნირზე ასპარეზობისას, საქართველომ ევრო 2024-ზე გულშემატკივრების გული დაიპყრო თავისი უშიშრობითა და მაღალი ინტენსივობის თამაშით.

***

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ისტორიულ მატჩში დაამარცხა. თამაში ანგარიშით 2:0 დასრულდა. მოწინააღმდეგის კარში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას, ხოლო მეორე გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის. ამ შედეგით საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

 


close დახურვა